„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში, დღეს სუპერმარკეტების ქსელის „ნიკორა ტრეიდის“ მიერ 25 მილიონი
ლარის ობილიგაციების გამოშვების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან ობლიგაციების გამოშვებასა და განთავსებაში ჩართული მხარეები: თიბისი კაპიტალის, თიბისი ბანკის, ნიკორა ტრეიდისა და EBRD-ის წარმომადგენლები.
პრესკონფერენცია 12:00 საათზე დაიწყება.

















