logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფონდო ბირჟის გენდირექტორი: „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით
საფონდო ბირჟის გენდირექტორი: „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით
17:06 13.09.2018
„მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ აქციებით ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მათი შეძენა თავისუფლად შეუძლია ყველას. „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობენ მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები, ამერიკის საპენსიო ფონდების ჩათვლით. შესაბამისად, თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ეს უკანონობაა, მაშინ გამოდის, რომ მთელი მსოფლიო უკანონოდ ფლობს „გოლდმან საქსის“ აქციებს“ და ეს აქციები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული სავაჭროდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე“ - აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ოპონენტები გუშინ აცხადებდნენ, რომ „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს“.
რაც შეეხება „გოლდმან საქსისა“ კავშირს ყოფილ პრემიერთან, ოპონენტების მტკიცებით 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა.

ფარესიშვილის თქმით, მას პირველად ესმის „გოლდმან საქსის“ მარიხუანას ბიზნესთან კავშირის შესახებ და ამის შესახებ უმჯობესია თავად „გოლდმან საქსს“ კითხონ. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ინვესტიციები, ასევე რჩევების მიცემა კლიენტებისთვის, თუ სად, როდის და რა ფასად გამოუშვან თავიანთი ფასიანი ქაღალდები, ან რაში განათავსონ თავიანთი ინვესტიციები. ასეთი რჩევების მისაცემად, საინვესტიციო ბანკები აწარმოებენ და აქვეყნებენ ანალიტიკურ კვლევებს სხვადასხვა სექტორზე, როგორებიცაა ტელეკომის, მშენებლობის, ნავთობის, ჯანდაცვის, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვა.

გიორგი ფარესიშვილის თქმით, რომელიმე კომპანიის აქციების ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აქციის მფლობელი მართავს ამ კომპანიას ან რაიმე ზეგავლენა აქვს მის საქმიანობაზე. იმისათვის, რომ ეს გავლენა არსებობდეს, როგორც წესი საჭიროა კომპანიაში მნიშვნელოვანი (10% და მეტი) წილის ფლობა. თუ საუბარია „გოლდმან საქსის“ 251,000 აქციის ფლობაზე, 2013 წელს ეს წარმოადგენდა „გოლდმან საქსის“ მთლიანი გამოშვებული (განთავსებული) აქციების მხოლოდ 0.06%-ს, რაც ძალიან უმნიშვნელო წილია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა