logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ ანგურიძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია
ოთარ ანგურიძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია
16:17 13.09.2018
„სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია“ - აღნიშნა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.
მისი თქმით, ასეთი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯები გადადგა.
„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდაზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები, რადგან სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები, გამოქვეყნებული ანგარიშები, რეიტინგები, გავლენას ახდენს პოტენციური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings პოზიტიურად აფასებს და ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომელიც მიმართულია ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისა და აღნიშნულ სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისკენ“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც განხორციელდა რეფორმები ამ მიმართულებით და ამ ნაბიჯებს პოზიტიური გამოხმაურება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც. „მიმაჩნია, რომ ამ კუთხით რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც საბოლოო შედეგად მოგვიტანს გამჭვირვალობას, სტაბილურობას საფინანსო სექტორში, ჯანსაღ ბიზნესგარემოს და ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“ - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა