logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი: საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
ანდრია გვიდიანი: საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
16:15 13.09.2018
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა საბანკო სექტორში ამოქმედებული ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ეკონომისტის, ანდრია გვიდიანის აზრით, Fitch Ratings-ის შეფასება მორიგი დასტურია იმისა, რომ საფინანსო სექტორში დაწესებული რეგულაციები დროული და აუცილებელი იყო.
„ვფიქრობ, საფინანსო სექტორში ამოქმედებული რეგულაციები პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ფინანსური სექტორის სწორად განვითარებაზე, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამოქმედებული რეგულაციების მიმართ ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ჭარბვალიანობის სახით, სახეზე იყო ძალიან საშიში ტენდენცია, რომელიც მთლიანად საფინანსო სექტორისთვის სისტემური რისკის ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო დროული ჩარევა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო საფინანსო სექტორის მდგრადობა და მისი დინამიურად განვითარების პერსპექტივა.
თუ კონკრეტულ მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ საგანგაშოდ მაღალია შინამეურნეობის ვალის შეფარდება შინამეურნეობების განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში, რომელიც 50%-ზე მეტს შეადგენს - ასეთი მაღალი მაჩვენებელი არცერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ არის. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ასეთი არაადეკვატური ვითარება დროულ ჩარევას საჭიროებდა. შესაბამისად, ამ რთულ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ახალ რეგულაციებს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ ასეთი რეგულაციების შემოღების თვალსაზრისით ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“ - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
მისივე თქმით, საფინანსო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების განსამტკიცებლად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს გონივრული და ეფექტიანი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მომხმარებლების უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
„როგორც აღვნიშნე, დადებითი ტენდენციაა, როდესაც საფინანსო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების ამოქმედებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. რა თქმა უნდა, საფინანსო ინსტიტუტები საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არიან და ისინი მხოლოდ თავიანთი მოგების მაქსიმიზაციაზე არიან ორიენტირებულები, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დაზარალდეს მომხმარებლების ინტერესები და სწორედ ამიტომ არსებობს მარეგულირებელი ორგანო. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საფინანსო სექტორში წესრიგის დასამყარებლად, ეროვნულმა ბანკმა და, ზოგადად სახელმწიფომ, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა გააგრძელონ“ - განაცხადა გვიდიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა