logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საზღვაო ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად
გიორგი ქობულია: საზღვაო ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად
11:23 13.09.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018) სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა, მან აქცენტები ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მეზღვაურთა განათლებისა და მომზადების სისტემების გაუმჯობესება; პორტების ფუნქციონალობა და უსაფრთხოება; ხომალდების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის სერვისების დანერგვა და, ზოგადად, კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან ჰარმონიზება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიზანია, განაგრძოს IMO-ს სტანდარტებთან ინტეგრაცია. „ამ კუთხით მოუთმენლად ველით ამ ორი დღის განმავლობაში წარმოებულ მრავალმხრივ დისკუსიებს და მიღწეულ შედეგებს. დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ საქართველოს გაწევრიანებას ორ დამატებით ქარტიაში, რომლებიც განსაზღვრავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეჟიმს ბუნკერის ნავთობის დაბინძურების ზარალსა და დაბინძურების/დაფარვის საწინააღმდეგო სისტემებს“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა ორ მნიშვნელოვანი მიმართულებაზე, კერძოდ: EBRD-სთან თანამშრომლობით უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი სტანდარტების დანერგვის პრიორიტეტად ქცევა და შესაბამისი ღონისძიებების დროული განხორციელება და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა. „ეს ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად და როგორ წავახალისოთ ბიზნესი და ინვესტორები, რომ ინვესტიციები განახორციელონ ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში, რათა მაქსიმალური სარგებელი და მოგება ნახონ საკუთარი ბიზნესისთვის და, ასევე, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება, მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. ფორუმი შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომლის მთავარი მიზანიცაა საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატი მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა