logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ საგრანტო კონკურსს აცხადებს
19:22 12.09.2018
საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეხუთე საგრანტო კონკურსს აცხადებს და სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმებისხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, სოციალური საწარმოს პროექტების დაფინანსებისთვის ემზადება.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.

საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები

თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.

პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge

კომპეტენტური ჟიური წლის ბოლომდე შეარჩევს და „საქართველოს ბანკის ფონდი“ დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო 2018 წლის 10 აგვისტოს.

საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2018 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით დაფინანსდა 10 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.
შეკითხვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მისამართზე: grants@tree.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა