logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იმპორტიორები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან
იმპორტიორები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან
11:47 12.09.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით, ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ეწვია.
ჯული პეტერსონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.
ვიზიტის დასაწყისში, თბილისში, დეგუსტაცია "Speed tasting”, გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან. დეგუსტაციის დროს ამერიკელმა იმპორტიორებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„საქართველოს ისტორია, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ისტორია, შთამბეჭდავია. ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაგემოვნებთ, საოცარია. არის ყურძნის ჯიშების დიდი ნაირსახეობა და ასევე, ღვინის წარმოებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის უზადო სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავცდეთ საზღვრებს და ქართულის ღვინო გავიტანოთ აშშ-ს ბაზარზე“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ერიკ რიდმა.
კიდევ ერთი ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.
„ის იდეა, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, სადაც ეს საუცხოო ღვინო მზადდება და ადგილობრივი მეღვინეებისგან გვესწავლა ღვინის წარმოება, უბრალოდ საოცარია. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ საქართველოს, ვერ გაიგებთ იმ ხარისხს და ღვინის კეთებისადმი ადგილობრივების უზადო სიყვარულს, ასევე იმ სიამაყეს, რასაც ღვინის დაწურვისას აქ ხალხი განიცდის. ეს ნამდვილი გამონათებაა და ძალიან სასიამოვნო“ - აღნიშნა ერიკ ჯოფთმანმა.
ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS, „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „VinePonto“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.
საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებულ (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით 2%-ია).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა