logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ენუქიძე: საინვესტიციო ფორუმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება
ნინო ენუქიძე: საინვესტიციო ფორუმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება
15:55 11.09.2018
აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ბათუმში ორდღიანი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (CAREC) წევრი 11 ქვეყნის სამთავრობო უწყებების, ენეროკომპანიების, ექსპერტული წრეების გარდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (World Bank, USAID, EBRD, KfW etc) წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, საინვესტიციო ფორუმის მთავარი მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის მიმართ.
„საქართველოს ენერგეტიკას განვითარებისთვის მეტი ინვესტიცია სჭირდება. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, ჰიდროენერგიის უფრო მეტად ათვისების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდება ენერგოსექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.

ნინო ენუქიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მზის PV პანელების საკითხზე - მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არსებობს. „საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ბათუმის საინვესტიციო ენერგეტიკულ ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის მიმართულებით, განახლებადი ენერგიების კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენება შინამეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სხვ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა