logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს
17:27 10.09.2018
საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების საკითხი განიხილეს.



ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 4,6%-ით და ბიუჯეტიც ამ პარამეტრზეა დაფუძნებული, თუმცა უკვე შვიდი თვის მდგომარეობით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,7 პროცენტს შეადგენს. „ჩვენ აღნიშნულ მაჩვენებელს ვაანალიზებთ და უკვე შესაძლებელია მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრები შეიცვალოს და ზრდის მიმართულებით დაზუსტდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.



მისივე ინფორმაციით, 2018 წლის ექვსი თვის მდგომარეობით წლიური ინფლაცია შეადგენს 2,2 პროცენტს, შვიდი თვის მაჩვენებელი - 3,1%, წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 0,5%-ით.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ჩვენი ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ექვს თვეში შეადგინა 5 მლრდ 985.9 მლნ აშშ დოლარი, თუმცა შვიდი თვის მაჩვენებლებით ეს რიცხვი შეადგენს 7 მლრდ 51 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით გაზრდილია 24, 3%-ით, აქედან ექსპორტის მაჩვენებელი შეადგენს - ერთ მილიარდ 871 მილიონ აშშ დოლარს (28,8%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან), ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შეადგენს 5 მლრდ 181 მლნ აშშ დოლარს (დაახლოებით 23%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან მიმართებაში).



როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2018 წლის შვიდ თვეში მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 27.7 პროცენტს შეადგენს, თურქეთის - 14.2 პროცენტს, რუსეთის - 10.8 პროცენტს, ჩინეთის - 8.7 პროცენტს. ექსპორტის კუთხით ევროკავშირის წილი 22.4 პროცენტს შეადგენს, აზერბაიჯანის - 13.5 პროცენტს, რუსეთის - 12.9 პროცენტს, თურქეთის - 9.2 პროცენტს, სომხეთის - 8 პროცენტს. იმპორტში ასევე პირველ ადგილზეა ევროკავშირი - 23,1%-ით.



გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო სექტორის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ფულადი გზავნილები - მისი მოცულობა გაზრდილია 19.1 %-ით და ექვსი თვის მონაცემებით შეადგენს 634, 4 მლნ აშშ დოლარს. ტურიზმის მიმართულებით არის რვა თვის მაჩვენებლები და ამ პერიოდში საქართველოს 5 მილიონ 684 ათასი ვიზიტორი ეწვია, აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 მლრდ 232,7 მლნ აშშ დოლარი, რაც 22,2 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 441 800.4 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 5 727 345.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.2%.



რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, წლიური გეგმა არის 12 მლრდ 459 მლნ 500 ათასი ლარი, ექვსი თვის დაზუსტებული გეგმა იყო 5 მლრდ 748 მლნ ლარი, საკასო შესრულებამ შედგინა 5 მლრდ 465 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილი მაჩვენებლის 95,1%, უკვე რვა თვის მდგომარეობით შესრულება შეადგენს 7 მლრდ 195,6 მლნ ლარს, რაც წლიური გეგმის 58%-ს შეადგენს.



მან ასევე ისაუბრა სამინისტროების მიერ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე და დეპუტატებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა ცალკეული სამინისტროების მიხედვით, მათ შორის, საგარეო სამინისტროს შემთხვევაში საკასო ხარჯი არის 66,1 მლნ ლარი და 95,5%-ია შესრულების მაჩვენებელი.



ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა.



როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროა. მისი თქმით, ბიუჯეტის შესრულება კარგია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, მაგალითად: მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების დარგში უნდა იყოს პრიორიტეტი და არ არის ეს ასე, ალბათ ამ საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლება. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობა ასევე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და აქაც არ არის ბიუჯეტი ბოლომდე შესრულებული. ასევე მნიშვნელოვანია საელჩოების შენობების შესყიდვის თემაც და დროულად უნდა დაიწყოს ამის დაგეგმვა, რათა საელჩოებისათვის იქნებ წელიწადში ერთი შენობის შესყიდვა მაინც მოხერხდეს ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საელჩოების შენობებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეს საკითხი ყურადღების ცენტრშია და შესაბამისი დავალებებიც უკვე გაცემულია. რაც შეეხება საკითხს, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირებულობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, შესრულება 84% იყო ექვს თვეში, რვა თვეში კი წლიური გეგმის 70%-ია შესრულებული და ამ მიმართულებით ჩამორჩენა არ არის. მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხთან დაკავშირებით კი გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ შესრულება ნაკლებია, თუმცა აქ არის ის პრობლემა, რომ ყოველთვის მეტს გეგმავენ, შემდეგ კი ათვისება ვერ ხდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობლემა ნამდვილად არის და ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. ამავე საკითხზე დეპუტატებს ინფორმაცია ასევე მიაწოდა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ბრეგვაძემ.



დასასრულ, კომიტეტებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა