logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“, ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“, ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ
16:49 10.09.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები დღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს და მის მოადგილეს, თორნიკე სულაბერიძეს შეხვდნენ.



კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინა. დეპუტატები დაინტერესდნენ ახალი ხელმძღვანელობის ხედვებით იმ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც კომიტეტის წევრთა თქმით, ამ პროგრამისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ეს გამოწვევებია კოორდინაციის ნაკლებობა რეგიონული პრიორიტეტების შერჩევისას, მასზე მორგებული სასწავლო კომპონენტებისა და შემდეგ ამ ორ მოცემულობაზე დაფუძნებული საგრანტო სისტემის ამოქმედების კუთხით.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, „წინა წლებში ამ კომპონენტებს შორის კოორდინაცია ძალიან ნაკლები იყო, ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა სიცოცხლისუნარიან წინადადებებზე, რომლებიც მოსახლეობისგან შემოდიოდა. ასეთი წინადადებების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ არა თუ სურათს ვერ ცვლის, არამედ დადებითი ტენდენციების მკაფიოდ გამოკვეთასაც ვერ ახერხებს“. რომან კაკულიას შეფასებით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალი ხელმძღვანელი მთლიანობაში მოიაზრებს ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას.



შეხვედრის დროს ასევე გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ პროგრამამ რამდენიმე ისეთი პრიორიტეტული პროდუქტი, ან მომსახურება შეარჩიოს, რომლითაც იმპორტის ჩანაცვლება მოხდება. ასევე პერიოდულად უნდა დაიდოს მონაცემები სააგენტოს ხელშეწყობით განვითარებული საწარმოების თუ მომსახურებათა რაოდენობისა, ასევე ყოველწლიურად დაფიქსირდეს იმ პროდუქციისა და მომსახურების ნუსხა, რომელიც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით იქნა მხარდაჭერილი ამ პროექტის მიერ.



რომან კაკულიას თქმით, „არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ დეკლარირებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების გათვალისწინებით, ამ სეგმენტის ამუშავება არის კრიტიკულად აუცილებელი“.



შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რათა შედეგები ხელშესახები გახდეს უახლოეს მომავალში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა