საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი მეშელიანის განცხადებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბევრად თანამედროვე
და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა ამოქმედდება.
"ევროკავშირისა და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ბევრად თანამედროვე და დახვეწილი საბაჟო კანონმდებლობა, რომელიც მორგებულია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას.
დოკუმენტი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნა
• კიდევ უფრო მოქნილი და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დანერგვა
• საგარეო ვაჭრობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ხარჯების მკვეთრად შემცირება კერძო სექტორისთვის, რაც ჯამში, მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში",- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

















