logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ ანგურიძე: ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია
ოთარ ანგურიძე: ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია
14:03 10.09.2018
„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე კვლევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ცხადყოფს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის II კვარტალში ინვესტიციების მოცულობა I კვარტალთან შედარებით გაზრდილია 102,2 მლნ ლარით და შეადგინა 389,2 მლნ ლარი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 33,4 მლნ ლარით (9,4%),” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გაზრდილია რეინვესტირების წილიც (45,9%), რაც მეტყველებს იმაზე, რომ ახალ საგადასახადო ცვლილებებს ინვესტორთა დიდი ნაწილი საკმაოდ წარმატებულად იყენებს.

ოთარ ანგურიძის განცხადებით, პრაქტიკულად, უცვლელად არის შენარჩუნებული ტენდეცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილების კუთხით ეკონომიკის სექტორებზე, რომელის პირველი ხუთეულიც შემდეგნაირად გამოიყურება: ენერგეტიკა (28%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (19,8%), საფინანსო სექტორი (16,5%), უძრავი ქონება (8,8%), მშენებლობა (7,5%).

მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, სადაც ძირითადად წარმოდგენილნი არიან ევროპული ქვეყნები რომლის პირველი ხუთეულიც შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი - 80,5 მლნ ლარი (20,7%), ჩეხეთი - 77,9 მლნ ლარი (20%), ნიდერლანდები - 65,3 მლნ ლარი (16,8%), გაერთიანებული სამეფო - 47,5 მლნ ლარი (12,2%), აშშ - 28,4 მლნ ლარი (7,3%).

„მსგავსი ტენდეცია მეტყველებს რომ საქართველო არის რეგიონში საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა და მათ შორის ევროპის და სხვა განვითარებული სახელმწიფოები ზრდიან საინვესტიციო პორფელებს საქართველოში,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა