logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ევროპალატის წევრთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ევროპალატის წევრთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
14:02 10.09.2018
თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ევროპალატის (Eurochambres) აფილირებული და კორესპონდენტი წევრების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მიიღო. ევროპალატის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე მსჯელობის ფარგლებში შედგა პრეზენტაცია ახალი პროექტის - „Chamber+“-ის შესახებ, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი აქტიური პლატფორმა იქნება. პროექტი ჯერ ინიციატივის დონეზეა და ეტაპობრივად მოხდება მისი მართვის კონცეფციის განსაზღვრა, ფინანსური მოდელისა და ხედვების შემუშავება და გააქტიურება. პლატფორმა კონცენტრირებული იქნება ევროკავშირის პროექტებში სხვადასხვა ქვეყნების პალატების ჩართვის ხელშეწყობაზე. პლატფორმა ხელს შეუწყობს სავაჭრო პალატების როლის გაზრდასა და მათი წევრებისთვის ახალი შეთავაზებებისა და მომსახურებების დანერგვას.

ღონისძიებაზე სიტყვით ევროპალატის პრეზიდენტი კრისტოფ ლეიტლი, თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების (TOBB) პრეზიდენტი რიფატ ჰისარჩიკლიოღლუ და თურქეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ფატიჰ მეტინი გამოვიდნენ. შეხვედრის ნაწილი ევროკავშირი-თურქეთის ბიზნეს-დიალოგის პროექტს დაეთმო.
ევროპალატა უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანებაა ევროკავშირში. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ნაციონალური პალატები (აფილირებული და კორესპონდენტი წევრების სახით). წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას. მათგან 93 % მცირე და საშუალო საწარმოებია.

ნინო ჩიქოვანის გარდა, ქალაქ სტამბოლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნების პალატების ხელმძღვანელი პირებიც იღებდნენ, მათ შორის: უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო, ბელარუსის რესპუბლიკა და სხვ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის აფილირებული წევრია. პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი უკვე 2 ვადით იყო არჩეული ევროპალატის დირექტორთა საბჭოში. აღნიშნულ საბჭოში ევროკავშირის წევრი 26 ქვეყნის წარმომადგენლების გარდა, ყოველწლიურად ხდება 5 არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელთა არჩევაც. სტამბოლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი ამ საკითხსაც დაეთმო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა