logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს
ლაშა ხუციშვილი: ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს
11:34 10.09.2018
ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშრებულ დანახარჯებს შეამცირებს - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას, რომელიც დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა.



როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით, რაც ბიზნესსექტორს დააინტერესებს.



„საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც იგი გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში. ესაა თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი საბაჟო პროცედურები, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ესაა ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ახალი საბაჟო კოდექსით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ბიზნესის და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქცია და უფრო მეტად ვითარდება ერთობლივი პარტნიორული ურთიერობები,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას, სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებას კერძო სექტორისთვის.



„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კოდექსის საბოლოო მიღებამდე დაგეგმილი საჯარო განხილვების პერიოდში, ბიზნესისგან მოვისმენ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.



დღეს, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა