logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანული ჟურნალი „VOGUE“ საქართველოს სპეციალურ სტატიას უძღვნის
გერმანული ჟურნალი „VOGUE“ საქართველოს სპეციალურ სტატიას უძღვნის
13:43 07.09.2018
გერმანული ჟურნალი „VOGUE“, საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარ ქვეყნას სათაურით: „11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“ “ სტატიას უძღვნის .

„VOGUE“-ის ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ ცხრაგვერდიან ბეჭდურ და ონლაინ სტატიებს აქვეყნებს.

„ საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, - წერს ჟურნალისტი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო 9 ოქტომბერს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით, განსაკუთრებული პროგრამით წარდგება. მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა.

წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებით დატვირთულია ბაზრობის საშემოდგომო პროგრამაც.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიებაა როგორც ლიტერატურულ და საგამომცემლო, ასევე კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს.
წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. პირველი სამი დღე მას მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვისაც იხსნება.

საპატიო სტუმარი ქვეყნები, რომელიც წიგნის ბაზრობას 1976 წლიდან ჰყავს, საერთაშორისო დონეზე საკუთარ ლიტერატურასა და კულტურას წარმოაჩენენ. სტუმარი ქვეყანის პროგრამას, როდორს განსაკუთრებულს, სხვა მონაწილეებთან შედარებით, ბევრად მეტი დრო ეთმობა. ქართველ ავტორთა ნაწარმოებები განიხილება სადისკუსიო პანელზე, ეწყობა მათი საჯარო კითხვა, იმართება თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

გერმანული სტატია იხილეთ ბმულზე: https://www.vogue.de/lifestyle/artikel/buecher-georgien

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა