logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიკა გაბუნია: იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს
მარიკა გაბუნია: იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს
09:52 07.09.2018
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე. 2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ზოგადად ექსპორტი 29%-ით გაიზარდა. ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გაბუნიამ.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან.

ჰონგ-კონგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, ისრაელის მხარესთან საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს. რაც შეეხება იაპონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მარიამ გაბუნიას განცხადებით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე უნიკალურ როლს და ფუნქციას სძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა