logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება
ნიკოლოზ გაგუა: ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება
09:55 04.09.2018
ევროკავშირის ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობის შეფასებისას.



მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, განაგრძობს საქართველოს თანადგომას ფინანსური მიმართულებით.



„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის კიდევ ერთი საფუძველი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე წარმატებული პროგრამა და პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. მაკროფინანსური დახმარება საქართველოს ხელს შეუწყობს განახორციელოს რეფორმები, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა, ბიზნესგარემო. აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელება, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.



როგორც ცნობილია, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ახალი მაკროფინანსური დახმარება 45 მილიონ ევრომდე ოდენობით, საიდანაც 35 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება შეღავათიანი სესხის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე გრანტის სახით.



აღნიშნული თანხის გამოყოფა ევროკავშირის მიერ მოხდება 2 ტრანშად, მათ შორის, პირველი ტრანშის ფარგლებში, დაახლოებით, 5 მილიონ ევრომდე იქნება გრანტის სახით, ხოლო 15 მილიონ ევრომდე სესხის სახით. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტსა და სესხს და სრულად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა