logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ ანგურიძე: „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გააქტიურებულია
ოთარ ანგურიძე: „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი გააქტიურებულია
16:12 03.09.2018
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეკონომიკის ყველა სექტორში ბრუნვა და საერთო გამოშვება გაზრდილია.
აღნიშნული განცხადება მან „საქსტატის“ მიერ 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემების კომენტირებისას გააკეთა.

„საქმიანობის სახეების მიხედვით ეკონომიკის ყველა სექტორში გაზრდილია, როგორც ბრუნვა, ასევე, საერთო გამოშვება, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს” - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

მისივე თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეკონომიკაში გაზრდილია კერძო სექტორის როლი.

„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია 19,7%-ით და შეადგინა 19,9 მლრდ ლარი. აქედან, მსხვილ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 22,6%-ით, საშუალო საწარმოთა - 25,2%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 12,6%-ით. დასაქმებულთა 63,2% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე. ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება საშუალო საწარმოებზე - 1303,2 ლარი, შემდეგ მოდის მსხვილი ბიზნესი - 1210,3 ლარით და მცირე ბიზნესი - 996,3 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 4%-ით და 25,2 ათასით მეტი ახალი ადგილი შეიქმნა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ოთარ ანგურიძის თქმით, ასევე, პოზიტიურ ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდა 12,7%-ით (10 მლრდ ლარი), სადაც მსხვილი საწარმოთა გამოშვების ზრდა შეადგენს 11,5%-ს, საშუალო საწარმოების გამოშვება 15.9%-ით და საშუალო საწარმოების 11,9%. დამამუშავებელი მრეწველობის მზარდი ტენდეცია, რომელიც შეადგენს 22,9%-ს, რომელსაც მოსდევს მშენებლობა 18,7%-ით.

„მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. იმ შემთხვევაში თუ, უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოთა მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა