logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
12:51 03.09.2018
„კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი ადგილი უკავია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პოზიტიური ტენდენცია 2018 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა, რაც ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვან ზრდაში გამოხატა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შედეგების შეფასებისას.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 22.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 17.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, საშუალო საწარმოების 25.2%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 12.6% შეადგინა.
ასევე პოზიტიურია სტატისტიკა ბიზნეს სექტორის გამოშვების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 11.5%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.6 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 7.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
რაც შეეხება 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა და 37.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ასევე ზრდაა გამოშვების კუთხითაც - მან 18,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 14,2 პროცენტით მეტია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 2018 წლის იანვარ-ივნისში 8.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.1 პროცენტით.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბრუნვა ეკონომიკის ყველა სექტორში გაიზარდა. თუმცა ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.4%); ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 84.4%); დამამუშავებელი მრეწველობის (15.1%), წვლილი ზრდაში 1.9 პ.პ.) და ტრანსპორტის და დასაწყობების (18.8%) სექტორებმა შეიტანეს.
ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 18.9%); ვაჭრობის (ზრდა 11.9%); ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 14.6%) და ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 48.4%) სექტორებმა შეიტანეს. ასევე, აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 31.2%), და სასტუმროების და რესტორნების სექტორებში (ზრდა 16.3%).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, ბიზნეს სექტორის სტატისტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე მეტყველებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სახეზეა წარმოების მოცულობის გაფართოება და ცალკეულ დარგებზე საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა. ასევე აღსანიშნავია, ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარება.
„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, რაც სამომავლოდ ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა