logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა
ეკატერინე მიქაბაძე: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა
12:45 03.09.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა, რაც შიდა და საგარეო გამოწვევების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების ეფექტიანმა ქმედებებმა და დამსაქმებელთა პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
„დასაქმების სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სამუშაო ადგილების მატებასთან ერთად დამსაქმებლებმა გაზარდეს ანაზღაურებაც, რაც საშუალო თვიური ხელფასის მატებაზე აისახა. რაც შეეხება სექტორებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შექმნეს, ესენია ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და ტრანსპორტირება და დასაწყობება. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, მეტი დივერსიფიკაცია მოხდეს სექტორებისა, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ დასაქმების სტატისტიკის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნებაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.0%-ით, ხოლო მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 656.5 და 621.4 ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი და 1150.4 ლარს შეადგენს.
ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის (ზრდა 5.2%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 8.8%), ჯანდაცვის (ზრდა 4.7%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.0%) სექტორები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა