logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა
ივანე მაჭავარიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა
15:12 30.08.2018
საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტი საინტერესოდ მიმდინარეობს და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.

„მთავარი საკითხი, რაც ეკონომიკური ბლოკის ნაწილში გვაქვს, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, თუმცა გვსურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რათა არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე, თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნების ჩართულობით ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა - ეს იყო ჯერ ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკაც.

„ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად, სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, პირველადი მოხმარების საგნებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა