logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია
სოსო არჩვაძე: რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია
14:30 30.08.2018
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებისა და მიმდინარე რეფორმათა მიმართ ქმნის იმ პოზიტიურ ტრენდს, რაზეც შესაძლებელია ბიზნესის, საზოგადოებისა და ინვესტორების მხრიდან სერიოზული იმედებისა და მეტი ოპტიმიზმის დამყარება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „საქსტატის“ მიერ 2018 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა და აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სუვერენული სარეიტინგო კომპანიის “Fitch”-ის გადაწყვეტილებების შეფასებისას.

გუშინ სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო. გასული კვირის ბოლოს კი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა დადებითად შეაფასა საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და თავის დასკვნაში სახი გაუსვა სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში საბანკო სექტორის სტრუქტურული მაჩვენებლების მიღწევის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე პროგრესს.
სოსო არჩვაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ორგზის გაზრდა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტრენდს საშუალო დაგრძელვადიან პერიოდში, რაც კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ სავალუტო ფონდმა, თავის შეფასებაში, ცალსახად მიუთითა, რომ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ პროგნოზზე გავლენა მოახდინა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საბანკო სექტორში არსებულმა ვითარებამ. „ეს ზრდა კონკრეტულ ციფრებში რომ გადავიყვანოთ, გამოვა 1.3 პროცენტული პუნქტი, რომელიც თანხობრივად აჭარის რეგიონისთვის გამოყოფილი იმ ფინანსური რესურსის ტოლია, რაც გერმანიამ, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს გამოგვიყო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას შეეძლება ამ თანხა სხვა ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოყენება,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
სოსო არჩვაძემ ასევე აქცენტი გააკეთა პოზიტიურ ზრდაზე ეკონომიკის რეალურ სექტორში. კერძოდ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ თითქმის 12-პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსისრდა, რაც ასევე ძალიან კარგიმაჩვენებელია. მისი თქმით, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ 21 აგვისტოს სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სტაბილურიდანპოზიტიურის მიმართულებით. მათი შეფასებით ქვეყანაში უზრუნველყოფილია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემო და რეგიონში არსებული შოკების პირობებში შენარჩუნებულია მაკროეკონომიკური მდგრადობა.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, რისი საფუძველიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებია. მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა