logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს
ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს
14:24 30.08.2018
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლის განმაპირობებელია როგორც საგარეო მოთხოვნის ზრდა, ისე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესება. ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს საქონლის ექსპორტი, რომელიც 2018 წლის ივლისში 31 პროცენტით გაიზარდა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომსახურებით ექსპორტში, კერძოდ ტურიზმში - იმავე ივლისის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული საკრედიტო კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შეფასებები ადასტურებს. „27 აგვისტოს დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკაში არსებული დადებითი ტენდენციები, მათ შორის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას და ქვეყანაში არსებული ბიზნეს და მმართველობითი გარემო ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით „სწორედ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები განაპირობებს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას და უფრო მაღალი ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას ქვეყანაში, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს“ -აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა