logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი: მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება
გიორგი ჩერქეზიშვილი: მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება
17:59 29.08.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს ფშავ- ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები.
პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. მსგავსი პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.
„ეს გახლავთ სათემო კავშირების და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ნაწილში მიმდინარე პროექტი, რომელიც შეეხება იმ ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც თითოეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია. როგორც იცით, აქ ჩვენ შარშან გვქონდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი თუშეთის ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რომელშიც 24 სოფელი იქნა ჩართული და ძალიან ბევრმა მცირე ტიპის სასტუმრომ ისარგებლა - პროექტის ფარგლებში მოხდა როგორც ინტერნეტის მიყვანა, ასევე ჩვენი, კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მოხდა მათი ვაუჩერიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებდა მათ საერთაშორისო სისტემებში ჩართვას. ჩვენ შარშანაც გვყავდა ინტერნეტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC და მასთან წელსაც გავაფორმებთ მემორანდუმს ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით - დაწყებულია მოლაპარაკებები და ვვარაუდობთ, რომ ამ ნაწილს მომავალ კვირას უკვე დავასრულებთ. თანხობრივად, ეს არ არის დიდი მოცულობის პროექტები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეფექტი, რომელიც მათ აქვთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები.
ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება: 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე)
პროექტის ბენეფიციარი იქნება ააიპ „მთის სათემო ქსელი“, რომელიც ოპერირებს ამ რეგიონებში და პასუხისმგებელი იქნება ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ვინაიდან „მთის სათემო ქსელი“ დაკომპლექტებულია რეგიონის მოსახლეობისგან, მათ 3 წლის განმავლობაში უფასო ტრეინინგს ჩაუტარებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია და ISOC Georgia.
ამასთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება მოსახლეობის ელექტრონული კომერციის დარგში ტრენინგების ორგანიზება; ინტერნეტ მომსახურების ინსტალაციისთვის ვაუჩერიზაცია მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის და ბოლო მომხმარებელბისთვის;









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა