logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა
15:24 29.08.2018
„წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც როგორც საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, ასევე შიდა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

„შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. გარდა ამისა, პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმების დადებითად მიმდინარეობაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს - ეს არის საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის რეფორმა და ბევრი სხვა რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის ჩართულობას ეკონომიკურ ზრდაში და საფუძველს მისცემს ქვეყანას, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ეს კი თავისთავად საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზის წლიურ 5.5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ პრესრელიზი 28 აგვისტოს გაავრცელა. “სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელ გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით“ - აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა