logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სააგენტო Fitch: საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა
სააგენტო Fitch: საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა
14:23 27.08.2018
ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას ამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გამოავლინა მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კვლავ მაღალია ეკონომიკური რისკები.
"სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა. რეიტინგში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ: ბიზნესგარემო, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, არის პოზიტიური და საქართველო ამ მხრივ არის გამოკვეთილი ქვეყანა "BB" რეიტინგის ქვეყნებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებადი ტენდენცია, რაზეც მიუთითებს სარეიტინგო კომპანია. Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგში პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება, ასახავს სარეიტინგო კომპანიის მხრიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქვეყანაში," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ფისკალური დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს ვალის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალია სახელმწიფო ფინანსების მართვის ხარისხი და ეს მიმართულება განაგრძობს გაუმჯობესებას.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკონომიკურმა აღმავლობამ, ხელი შეუწყო საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რამაც მიმდინარე ხარჯების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას საშუალება მისცა განეხორციელებინა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.
"საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. საკრედიტო რეიტინგებში შემდგომი წინსვლა, არის მთავრობის მიზანი და სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს და დაგეგმილია მთავრობის მიერ, ემსახურება ამ მიზნის მიღწევას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა