logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკის ზრდა მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკის ზრდა მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია
10:58 27.08.2018
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა და ის „BB-“ით (პოზიტიური პერსპექტივით) შეაფასა.
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რეიტინგის შეფასებისას გათვალისწინებულია ჩვენი ეკონომიკის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.



გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დადებით მხარედ მიჩნეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად ასახელებს ფისკალური დეფიციტის მიმართულებით მიმდინარე მდგომარეობასაც და მათი პროგნოზით, 2018-2019 წლებში დეფიციტი არსებული 3.5 % დან 2.6%-მდე შემცირდება, რაც “BB” ქვეყნების მედიანური მაჩვენებლების მსგავსია.



ასევე დადებითად არის განხილული ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია. ამავე დროს, პოზიტიურად არის შეფასებული საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობაც. საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ლარიზაციის კუთხით შემცირებულია არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში 65.2% დან 55.3%-მდე, არამედ დეპოზიტების დოლარიზაციაც, რაც 71% და 62.4%-მდეა შემცირებული.



“Fitch”-ი ასევე პოზიტიურად აფასებს ინფლაციის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.3 % შეადგინა, რაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშიც კი მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, BB ჯგუფის რეიტინგის მქონე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელშიც საქართველოც შედის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი, 3.5%–ზე ფიქსირდება. საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.



„რეიტინგის მინიჭებისას უნდა გამოიყოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. Fitch-ის შეფასებით, პოტენციური ნეგატიური რისკები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე მომდინარეობს თურქეთში მიმდინარე ნეგატიური მოვლენებითა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესებით. მაგრამ თურქეთში მიმდინარე სიტუაციის ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა