logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანგელა მერკელი: არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს
ანგელა მერკელი: არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს
11:17 24.08.2018

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო

ურთიერთობაზე ევროპა უარს ვერ იტყვის. მისივე თქმით, რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია ვიდრე, სხვა ქვეყნის, თუნდაც აზერბაიჯანის.
კანცლერი აცხადებს იმასაც, რომ რუსეთზე ენერგომიმართულებით დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად გერმანიაში ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად მზადება მიმდინარეობს.

აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის მიერ დასმული კითხვის (რუსეთ-გერმანიის უდიდესი მილსადენის მშენებლობას რუსეთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხომ არ გამოიყენებს) საპასუხოდ გააკეთა.

"როგორც მოგახსენეთ, ათწლეულებია, ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მათ შორის ჩO2-ის შემცირების მხრივ, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ნაკლებ ნახშირს გამოვიყენებთ და, ბუნებრივია, ჩO2-ისგან აბსოლუტურად თავისუფალი დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა. გაზი საჭიროა, ასე რომ ეს მიწის გაზი გადის ბელარუსში, უკრაინაში, ასევე პოლონეთში. ჩრდილოეთ დინება ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი, ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ზემოქმედება უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, ვმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, სამხრეთ კორიდორის პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და მთლიანობაში ყველაფერი გამარტივდება.

გერმანიაში პარალელურად ვემზადებით ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად, რუსეთზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად.

გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს რადიკალურად არ შეიცვლება სამხრეთ კორიდორი ერთით და ორით, რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით.
შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ, პუტინს აქვს ინტერესი, გაზი გაყიდოს ევროპაში, ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს, პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა, მეორე მხრივ, დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში,"-განაცხადა მერკელმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა