logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ტომას ბარაიბი: გერმანელი ინვესტორების აზრით,  საქართველოში  ახალი ბიზნესის საწარმოებლად ხელსაყრელი გარემოა
ტომას ბარაიბი: გერმანელი ინვესტორების აზრით, საქართველოში ახალი ბიზნესის საწარმოებლად ხელსაყრელი გარემოა
10:23 24.08.2018
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაიბი საქართველო-გერმანიის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას დადებითად აფასებს. ეს განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გააკეთა, სადაც ის გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეს და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელს მიხეილ ხიდურელს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა: "ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო, რაც საქართველოშია შექმნილი. ჩვენი ინვესტორების, ჩვენი კომპანიების წამომადგენლების აზრით, თქვენთან ახალი ბიზნესის საწარმოებლად მართლაც ძალიან კარგი და ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. ჩვენს დელეგაციაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სამთო მრეწველობის, განათლების სფეროდან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას, რათა ჩვენს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს."

ქვეყნებს შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას, ტომას ბარაიბიმ განაცხადა, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია არსებობდეს გამართული სამართლებრივი პირობები. "ასევე ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, დაცულად უნდა გრძნობდე თავს. ეს ყველაფერი საქართველოში არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა