logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გენადი არველაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც  დიდი გამოცდილება  აქვთ
გენადი არველაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ
10:17 24.08.2018
"მნიშვნელოვანია, რომ გერმანულ კომპანიებს წარმოადგენდნენ უშუალოდ მფლობელები. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. რაც ასევე საგულისხმოა, მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები საქართველოს ცალკეული სექტორების მიმართ, სადაც ისინი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, ტომას ბარაიბისთან და გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ და ქვეყანაში, ინვესტიციასთან ერთად, ასევე შეაქვთ ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.


შეხვედრას მსხვილი გერმანული კომპანიების (Kნაუფ Gიპს KG; Eრნსტ Kლეტტ AG; Dეუტსცჰე Bაჰნ AG; ჩაისლეყ Iნტერნატიონალ GმბH; GP Güნტერ Pაპენბურგ AG; ჩრონიმეტ Hოლდინგ AG / ჩრონიმეტ Mინინგ AG; Gიესეცკე & Dევრიენტ) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოკლე პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ, ისინი საქართველოს ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. მათ შორის იყო გერმანიის სარკინიგზო კომპანია "დოიჩე ბანი", რომელთანაც მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია "საქართველოს რკინიგზას" ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები 2018 წლის ივლისში დასრულდა.



"აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას "საქართველოს რკინიგზასა" და "დოიჩე ბანს" შორის გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე საერთაშორისო ტვირთების მოზიდვის კუთხით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოზე გამავალ ევროპა-აზიის დერეფანში ტვირთები მოცულობა და ის უფრო მეტად მდგრადი გავხადოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.


გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა