logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიომევენახეობით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს
ბიომევენახეობით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს
12:17 22.08.2018
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ბიომევენახეებთან შეხვედრა გაიმართა.
"განვითარებულ ქვეყნებში ბიოპროდუქციაზე მოთხოვნის ტენდენცია მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ბიომეურნეობების განვითარების მხარდამჭერია და, შესაბამისად, აქტიურად მუშაობს ხელშეწყობის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოში ბიომევენახეობით დაინტერესებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე ბიოწარმოებაზე გადასვლის, ბუფერული ზონების, ნიადაგის განაყოფიერების სისტემის, ბიოღვინის წარმოების, მავნებელ-დაავადებების რეგულირების საკითხები განიხილეს.
ბიომევენახეებთან შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში" ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სოფიო უჩანეიშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მეხუზლამ, ბიოსერტიფიცირების ორგანოს "კავკასსერტი" დირექტორმა, დავით ბედოშვილმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.
პროექტი "საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში" 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა. ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები კვლევას ორ, მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ რეგიონში - კახეთსა და მთიან აჭარაში ახორციელებდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა