logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა
ეკატერინე მიქაბაძე: ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა
14:22 20.08.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
"ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, რამაც ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ევროკავშირის ბაზარმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით. 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით," - განაცხადა მიქაბაძემ.
"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 31 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 278.5 მლნ. აშშ. დოლარი იყო. მიმდინარე წლის ივლისში იმპორტი 21.8 პროცენტით გაიზარდა და 781.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის იანვარ-ივლისშიც. ის 28.8%-ით გაიზარდა და 1 871.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.9%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. მისი თქმით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (13.2 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილების (98.4 პროცენტი), აზოტოვანი სასუქების (42.1 პროცენტი), ღვინოების (25,7 პროცენტი) და სპირტიანი სასმელების (23.6 პროცენტი) ექსპორტი.
"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა