სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია
სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
რაც შეეხება უმუშევართა დონეს სქესობრივ ჭრილში, საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირდა, შესაბამისად 1.9 და 1.8 პროცენტული პუნქტით.

















