logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება
ბათუმში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება
12:26 16.08.2018
ქალაქ ბათუმში ხვალ აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება.

მნიშვნელოვანია სააგენტოს ინიციატივა, გახსნას პირველი რეგიონული წარმომადგენლობა, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

იუსტიციის სახლში განთავსებული მომსახურების ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი ბიზნესსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეძლებს ისეთი მომსახურებით სარგებლობას როგორიცაა: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირება, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და სხვა.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 24,7 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

ამასთანავე მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 520 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარამდეა, სადაც ჯამში დაფინანსებულია 870 ბენეფიციარი. სულ შეიქმნება 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა