logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი  საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
16:29 13.08.2018
2018 წლის 13 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ჯენერ ედელმანსა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, მაგდა მაღრაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმატებული საქმიანობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

ივანე მაჭავარიანმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს განათლების სექტორში.

თავის მხრივ, MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ქართულ მხარესთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უნივერსიტეტის - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მისიაა ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის მეშვეობით ხორციელდება.

2014-2019 წლებისთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტი ქვეყნის განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს უმუშევრობის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა