საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს კვლავ ნახტომისებურად, დაახლოებით ათი პუნქტით
გაუფასურდა. თუ დილით ერთი ამერიკული დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2.54 ლარად იყო შესაძლებელი, დღის მეორე ნახევარში მისი ღირებულება სავალუტო ბაზარზე 2.62-63 ლარს შედაგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს დღეს, 17:00 საათზე, გამოაცხადებს.

















