logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ
საქართველოს იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ
13:02 09.08.2018
საქართველოს ვიზიტით იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ, რომლებიც ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა „Mainichi Shimbun“-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.
საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ შემდეგ ღვინის საწარმოებსა და მარნებს: „ალავერდის მონასტერი“, „ორგო/თელედა“, „ბაბანეურის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა შუმი“, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები. ასევე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს.
სტუმრები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით-ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.
იაპონელი მეღვინეების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა. თავის მხრივ, მათ ქართველი მეღვინეები მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში აყენებს.
სტუმრები ასვე დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის „კოშუს“, ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, საფრანგეთის მონპელიეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier) ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს“ რქა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მოხდეს მისი წარმომავლობის მეცნიერული შესწავლა და დადასტურება.
საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ჩართულობით განხორციელდა.
იაპონია, ბოლო წლებში გამოიკვეთა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს. შედეგად, გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც - 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%).



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა