logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ლექვინაძე: „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიცია ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია
ირაკლი ლექვინაძე: „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიცია ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია
15:44 03.08.2018
„ევროპის სავაჭრო პალატის შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე EFTA-ს წევრ ქვეყნებთან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეიტინგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპის 46 ქვეყანას შორის. ამასთან, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა.

ევროპის სავაჭრო პალატა შეფასების წყაროდ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს იყენებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ორი პარამეტრის ერთობლიობით გაკეთებული რეიტინგში კარგ პოზიციაზეა. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისეთი ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც ევროპის კარგი ბიზნესგარემოს ქვეყნებად ითვლება. ასე რომ, ვფიქრობ, აღნიშნული შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე EFTA-ს წევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

ამასთან, ირაკლი ლექვვინაძის აზრით, მსგავსი ტიპის რეიტინგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე: „როგორც წესი, ინვესტორებისთვის მსგავსი რეიტინგები საინტერესოა და ისინი ამ ტიპის შეფასებებს ეყრდნობიან. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ბიზნესკომპანიებს, რომლებიც ევროპის სავაჭრო პალატასთან არიან დაკავშირებულები“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა