logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში
გიორგი ქობულია: ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში
15:11 03.08.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე დღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვივნენ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
„განვიხილეთ განვითარების 10-წლიანი, ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ ვიზიტის შემდეგ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, განვითარების გეგმა აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ახლადაშენებული ჰიდრო და თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებას.
„ამის შედეგად ჩვენ უახლოეს მომავალში ვიქნებით აბსოლუტურად უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ამასთან, ეს ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ და ნინო ენუქიძემ ინფორმაცია სსე-ის რეაბილიტაციის მმართველ სულხან ზუმბურიძისგან მოისმინეს და მასთან ერთად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც წელს იწყება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, ეს პროექტები მიმართულია როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობის, ისე საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით. სტუმრებმა მოისმინეს სსე-ის რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა