logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: ეს მაჩვენებელი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური
რომან კაკულია: ეს მაჩვენებელი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური
14:21 03.08.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა.
კაკულიას თქმით, ქვეყანისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრით აპირებს ძირითად პოზიციონირებას და ინტეგრირებას საერთაშორისო ბაზრებზე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრით აპირებს ძირითად პოზიციონირებას და ინტეგრირებას საერთაშორისო ბაზრებზე და უნდა, რომ დანარჩენ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც ის კონკურენციაში შევა სხვა ასეთივე შეთავაზების ქვეყნებთან - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ეს ადგილი რეიტინგში იმის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგები არ აქვთ და ერთადერთი გამოსავალი არის სხვა ქვეყანაში ადამიანების მიერ დაგროვებული დანაზოგების მოზიდვა, ეს ადამიანები სხვადასხვა ფაქტორს შორის - დიდ მნიშვნელობას სწორედ ასეთი ტიპის შეფასებებს აქცევენ ყურადღებას. აღნიშნული კვლევა ერთ-ერთ წყაროდ სწორედ „Doing Business”-ის კვლევებს იყენებს, ამიტომ მხოლოდ დადებითად ვაფასებ აღნიშნულ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, რომ შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც კონკურენციაში შევალთ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ მოიზიდონ მესამე ქვეყნების ინვესტიციები და მეორე გამოწვევა არის ადამიანების დიდი რაოდენობის ჩართვა ბიზნესაქტივობაში. ორივე შემთხვევისათვის ეს არის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს შემდეგი განვითარება და წინსვლა“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა