logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს
ნიკოლოზ გაგუა: 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს
14:09 30.07.2018
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა.

„ივნისის თვის მონაცემი, რეალურად, აჯამებს მეორე კვარტლის და წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება - პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,3%, ხოლო მეორე კვარტალში, ეს მაჩვენებელი უკვე 6%-ია. სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაჩქარება და შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,7%. აღსანიშნავია, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად მაღალი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც იყო 5,0% ასევე, ის მაღალია ჩვენ მიერ წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 4,5%-ს, რაც ხაზს უსვამს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ექსპორტის გაზრდილი დინამიკა. „ჩვენ მაისში გვქონდა, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა, ხოლო ივნისში გვაქვს 30%-ზე მეტი მაღალი ზრდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული დადებითი ტრაექტორია გაგრძელდება. მეორე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში, ეს არის ტურიზმის სექტორი, რომელიც ძალიან კარგი და დადებითი ტემპებით ვითარდება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ივნისის თვის ეკონომიკურ ზრდაში მთავარი დადებითი როლი ითამაშა ტრანსპორტის სექტორმა, რომელიც 17,8%-ით გაიზარდა, ასევე 17,8%-ით გაიზარდა სასტუმროები და რესტორნები, მაღალი ზრდა არის, ასევე, საფინანსო სექტორში, რომელმაც 17,6 პროცენტი შეადგინა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა