logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"თიბისი ბანკმა" აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
"თიბისი ბანკმა" აზერბაიჯანულ ბანკთან „ნიკოილი“ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
12:46 26.07.2018
"თიბისი ბანკსა" და აზერბაიჯანულ ბანკს - „ნიკოილს“ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ბანკებს შორის პარტნიორობა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:

• აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების თანხმობის შედეგად, თიბისი კრედიტისა და „ნიკოილის“ გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თიბისი ბანკი იქნება „ნიკოილ ბანკის“ დაახლოებით 10% წილის მფლობელი;

• თიბისი ბანკი წარმოდგენილი იქნება “ნიკოილ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში და „ნიკოილ ბანკის“ მენეჯმენტთან ერთად გადამწყვეტ როლს ითამაშებს კომპანიის სამომავლო განვითარებაში. თიბისი ბანკი გეგმავს საქართველოს საბანკო სექტორში ოპერირებისას დაგროვილი ცოდნის „ნიკოილისთვის“ გაზიარებას, მათ შორის სრულად ციფრული ბანკის - სფეისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებზე ორიენტირებული აზერბაიჯანული ბანკის განვითარებას.

• გაერთიანების შედეგად, სამი წლის განმავლობაში, თიბისი ბანკს „ნიკოილ ბანკში“ დამატებითი წილის (50% +1 ოდენობამდე) შეძენის უფლება ეძლევა.

ტრანზაქცია სავარაუდოდ 2-3 თვეში, აზერბაიჯანის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული ტრანზაქციის დამტკიცების შემდეგ დაიხურება.

„ჩვენთვის საამაყოა „ნიკოილ ბანკთან“ პარტნიორობა. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა თიბისი ბანკისთვის, რომელიც წარმატებით ოპერირებს კონკურენტულ ქართულ ბაზარზე და შეუძლია თავისი გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა. მინდა, ხაზი გავუსვა სრულად ციფრული ბანკის სფეისის მნიშვნელობასაც, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლითაც უკვე 120 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს. გაერთიანების წარმატებით დასრულების შემდეგ, სფეისს აზერბაიჯანელ მომხმარებელსაც შევთავაზებთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის შეთავაზებასა და მზარდ ბაზარზე წარმატების მიღწევას“, -აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ, „ნიკოილ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ნიკოილი“ აზერბაიჯანული კომერციული ბანკია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის ფართომასშტაბიანი გაყიდვების ქსელი ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში ოპერირებს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ნიკოილის“ მთლიანი აქტივები 591 მილიონი ლარის ეკვივალენტს შეადგენს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა