logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე შეამცირა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე შეამცირა
12:12 25.07.2018
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ფარგლებში ნარჩუნდება. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის მახლობლად იმერყევებს. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. ასევე შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. თუმცა, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი.

ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა.

პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორშიც. მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (24 პროცენტი). ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი). თუმცა, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).

მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 5 სექტემბერს გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა