logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
11:48 25.07.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი-2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა.

მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე.

ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმისა და მართვის ახალი სისტემის ოფიციალური წარდგენა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიზანია დარგის განვითარება იყოს უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია თითოეულ დარგთან, მათ შორის, მეღვინეობის დარგთან, რომელიც პრიორიტეტულია. მეღვინეობის ინდუსტრია საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის, რაც გასულ წლებში განხორციელებული რეფორმების სისწორეზე მიუთითებს. თუმცა, დარგის განვითარება საჭიროებს ახალ მუხტს და ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი ბევრ მნიშვნელოვან ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი დინამიზმის შემოტანა და შესაბამისად რეფორმების გატარება დარგის მარეგულირებელ სტრუქტურაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის სექტორის რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ატაშე კრისტინა კასელა ესაუბრა.

ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. გასულ წელს FAO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა ღვინის სექტორის მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობას, სადაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანაბრად წარმოდგენას. რეფორმის მიზანი ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა