logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გაიმართა
თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გაიმართა
15:16 18.07.2018
სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“, რომელიც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership), ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით მიღწევების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა, როგორც რეგიონის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.



რეგიონალურ დიალოგში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებზე. საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებზე და განიხილეს მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ხოლო ღია ბიუჯეტის კვლევის მონაწილე ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებებზე.



აღსანიშნავია, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ღია ბიუჯეტის კვლევის 2017 წლის შედეგები. საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და 2006 წელს მინიმალური გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წელს გადაინაცვლა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია).



თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეაფასა ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, დონორი საფინანსო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას, ასევე გამოთქვა მზაობა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორ სახელმწიფოებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა