logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი
მამუკა ბახტაძე: საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი
14:54 18.07.2018
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმით გაიხსნა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი პრადანმა და პარტნიორობის თანათავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბამ. სამიტის სტუმრებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ვისთვისაც თანამედროვე, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის ფუნდამენტური წინაპირობაა. დღეს ჩვენ გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მთავარი მიზანი ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცებაა, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლება და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. სწორედ მრავალფეროვნებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი მოქალაქე. წელს საქართველო ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლისთავს ზეიმობს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი კონსტიტუცია ეხმიანებოდა. უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპიც კი იყო აღიარებული და გათვალისწინებული. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაამყაროს ეს მონაპოვარი და უზრუნველყოს ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა. წელს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და ჩვენს ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის მობილიზებული ძალისხმევის შედეგია. საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი − იუსტიციის სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი, სერვისების უმეტესობა კი, ხელმისაწვდომია ონლაინრეჟიმში“, − განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს.
სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა