logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო
16:19 17.07.2018
„ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო, გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.



აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორი პასკალ სან-ამანსი.



როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რადგანაც ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში.



„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას და თქვენთან ერთად განვიხილოთ საგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ენიჭება. სწრაფად ცვალებადი გლობალური გარემო, წარმოშობს ახალ გამოწვევებს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და რეგიონალური ჰაბი. ჩვენი პოლიტიკაა, საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თანამედროვე საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, ვინაიდან, სწორედ საგადასახადო სისტემა განსაზღვრავს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაფინანსების შესაძლებლობას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, ძალიან მარტივი საგადასახადო სტრუქტურით და ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო რეგულაციებით.



„ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა დაახლოებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ეს მოცემულობა აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, მისი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენი მომავალი რეფორმები მიზნად ისახავს საგადასახდო აქტივობების ზრდას, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.



სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და უპასუხა ფორუმის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა