logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის შეთანხმება გაფორმდა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის შეთანხმება გაფორმდა
22:00 16.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ინოვაციების, ტექნიკურ-სამეცნიერო მიმართულებით და ერთობლივი ინიაციატივებისა და პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის მიზანია ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და წახალისება იტალიასა და საქართველოს შორის. სამოქმედო შეთანხმების გაფორმება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე იტალიისთვის ,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერა, გაცვლითი თუ ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა და აქტიური თანამშრომლობა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.“

,,იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ შედეგებს ქართული სტარტაპების ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ქართული და იტალიური სტარტაპების დაახლოებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ქართველი სტარტაპერებისთვის დაწესდა ინოვაციური ჯილდო ,,საქართველოს საუკეთესო ინოვატორი“. კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოში იტალიის საელჩოს, COTEC - ისა და GITA - ს წარმომადგენლების მიერ. გამარჯვებული სტარტაპი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში Kilometro Rosso - ში. Kilometro Rosso ევროპული, ინოვაციური ცენტრია, რომელიც იტალიაში 2003 წელს დაარსდა და მომხმარებელს სამეწარმეო აქტივობებს, კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პროფესიულ სერვისებსა და ტრენინგებს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპი ცენტრის მკვლევარებისგან სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებს იდეის შემდგომი განვითარებისთვის.

COTEC - ი დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია იტალიის წარმოების სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება და ხელშეწყობა. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ისეთ სერვისებსა და ინდუსტრიებზე, რომელიც ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციური სისტემების განვითარებას რეგიონალურ, ეროვნულ და საერთშორისო ჭრილში. COTEC -ი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და ბანკებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა