ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას
განცხადებით, საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე წიაღისეულის ათვისების სტრატეგია ექნება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოს საკმარისი წიაღისეული აქვს, მაგრამ მისი ათვისების სტრატეგია არ გააჩნია. „ჩვენ ამჟამად აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მის მიღებას შეძლებთ“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე: 1. რა რესურსს ვვარაუდობთ რომ გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ მონაცემებს, რომლებიც დღეს გაგვაჩნია; 2. რამდენი უნდა ჩავდოთ ჩვენ, მთავრობამ ბიუჯეტიდან ამ რესურსის შესწავლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად გავანაწილოთ ლიცენზიები, ასევე გავყიდოთ ისინი აუქციონზე მაქსიმალურად მომგებიან ფასად როგორც მთავრობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. 3. ასევე გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურაც ტვირთების გადაზიდვებისთვის, რაც აუცილებელია წიაღისეული რესურსების ასათვისებლად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

















