logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა
გიორგი ქობულია: საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა
17:46 13.07.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა. ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
გიორგი ქობულიამ საპენსიო რეფორმის დეტალებზე საუბრისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობაც განმარტა:

„მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ - რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ“.

შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპენსიო რეფორმას რაიმე გავლენა დღევანდელ პერნსიონერებზე, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მათზე საპენსიო რეფორმას გავლენა არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი პენსიონერი ისევე მიღებს პენსიას, როგორც აქამდე იღებდა.
„მათ რომ დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამის ერთადერთი გზა არსებობს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ, ქვეყანაში მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მინისტრობის კანდიდატმა ამ თემაზეც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან - უნდა იყოს შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ დაზოგილი თანხების დაბანდება.
„კაპიტალის ბაზრის განვითარებას კიდევ სხვა მნიშვნელობაც აქვს - საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქაც გვინდა დამატებითი მექანიზმის შექმნა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში მოზიდული იყოს თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერია - შეიძლება არსებობს რაღაც კომპანია, რომელსაც სურს თანხების ბიზნესში ჩადება, ოღონდ არა ბანკის გავლით. საქართველოში ფულის ასე დაბანდების მექანიზმი არ არსებობს, ამისთვის შესაქმნელია ფონდები. ამიტომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ეს არ არის რევოლუცია, ესაა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა